ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეს თავში ქამარი ჩაარტყეს

08 ივლისი 2019, 20:25 1852 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ, რუსთაველის გამზირზე აქციაზე მამაკაცს უცნობმა პირებმა თავში ქამარი ჩაარტყეს.  დაშავებულს მედიკოსებმა დახმარება, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში აღმოუჩინეს. 

ახალგაზრდა მამაკაცი  ყვება, რომ აქციაზე თავს მოულოდნელად დაესხნენ.

''მომვარდა ვიღაც უცნობი პირი და სავარაუდოდ ქამარი ჩამარტყა თავში. ოჯახის წევრებთან ერთად ვიყავი'' - უთხრა ჟურნალისტებს დაშავებულმა. 

რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა დაშავებულის დაც, რომელიც ამბობს, რომ 20 ივნისის შემდეგ ის დედასთან და ძმასთან ერთად აქციაზე ყოველდღიურად მიდის და მშვიდობიან პროტესტს უერთდება. 

''მე დედაჩემი და ჩემი ძმა 20 ივნისი შემდეგ, აქ ვდგევართ. დღესაც მე მოვედი საქართველოს სამსახურში. ვლაპარაკობდით, უცებ ვიღაც მოვიდა ქამარი ეჭირა და იმხელაზე ჩაატყა თავში, სისხლი წამოუვიდა. ნახეთ ის ადგილი სისხლი კვალი ახლაც არის''.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი