პარლამენტის შენობის წინ ლევან ვასაძის მხარდამჭერები ასევე ''ქართული მარშის'' წევრები და სასულიერო პირებია არიან შეკრებილები. ისინი ღირსების მარშის გამართვას ეწინააღმდეგებიან, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან და ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებენ.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა, ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორს, მიშა მშვილდაძეს აგინეს და წყლის ბოთლები ესროლეს. ამის შესახებ ვიდეომასალას და ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.
დღეს, 19:00 საათზე, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით – აქცია “სირცხვილია” ისევ გაიმართება.