8 ივლისიდან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა

08 ივლისი 2019, 10:07 2689 ნახვა

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დღეიდან, 8 ივლისიდან ოფიციალურად შეწყდა. აკრძალვების შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს გამოსცა.

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენებს ექვსი რუსული და ორი ქართული ავიაკომპანია აჩერებს.

რუსეთის მთავრობამ ასევე ტუროპერატორებს რეკომენდაცია მისცა, აკრძალვის პერიოდში რუსეთიდან საქართველოში საგზურები არ გასცენ.

რუსეთმა საქართველოს "ტურისტული ემბარგო" 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაუწესა.

პროტესტი რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წაყვანის დროს, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რამაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტი გამოიწვია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი