საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს შეაფასონ გაბუნიას არაპროფესიონალური ქმედება

08 ივლისი 2019, 01:39 1352 ნახვა

"რუსთავი ორის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგის შემდეგ, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი ოჯახი აგინა, ყველა მაღალჩინოსანმა კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტის არაეთიკური ქმედება დაგმეს, მას სახელმწიფოსთვის სახიფათო უწოდეს. მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტომ გააკეთა განცხადება და მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს, შესაბამისი შეფასება მისცენ გიორგი გაბუნიას ​ა.

"მკაცრად ვგმობთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის მხრიდან გამოყენებულ გამონათქვამებს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს წმინდა წყლის პროვოკაციას, რომელიც მიმართულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისაკენ.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელს, რომელმაც უხეშად უგულველყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები.

ცხადია, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ ქმედებას ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდის დამკვიდრების მიზნით , იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობს დაძაბულობის დეესკალაციას" - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში