ექს-პრეზიდენტი ამბობს, რომ ოკუპაციასთან ბრძოლისას ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დავემსგავსოთ 

08 ივლისი 2019, 00:12 1764 ნახვა

"რუსთავი ორის" გადაცემის წამყვანის, გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის გინების ფაქტს ექს-პრეზიდნეტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ სიმართლის გადმოსაცემად ცივილიზებული ფორმებია საჭირო.  

"რუსულ იმპერიალიზმთან და ოკუპაციასთან ბრძოლისას ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს! 

ჩვენ მხარეზეა სიმართლე და სიმართლის გადმოცემა საჭიროა ცივილიზებული ფორმით!  ეპატაჟი და ისტერიულობა ჩვენს საქმეს მხოლოდ დააზარალებს" - დაწერა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში