151 დღეში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 1121 ფაქტი გამოვლინდა

06 ივლისი 2019, 12:50 2327 ნახვა

5 თვეში  ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1121 ფაქტი გამოვლინდა,  მათ შორის 93 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

აჭარაში 151 დღის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 100 ფაქტი დაფიქსირდა.  კანონდარღვევის ყველაზე მეტი 447 შემთხვევა  კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე იყო.

ჯამში, საანგარიშო პერიოდში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  უკანონოდ მოპოვებული 12429 მ3-მდე ხე-ტყე ამოიღეს.

ამავე პერიოდში,  სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 278 ფაქტი დაფიქსირდა და 120 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი ამოიღეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში