მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა 

03 ივლისი 2019, 14:06 2902 ნახვა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 თვეში, ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა, მსოფლიოში 40 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გაყიდეს, რომლის ღირებულებამ 98 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. 

სამინისტროს ინფორმაციით, ეს მონაცემები 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება.

"ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 98 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია" - წერს უწყება. 

ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:

• აშშ - 88% (354874)
• ჩინეთი - 19% (3554127) 
• პოლონეთი - 16% (1821802).

► ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:

• საფრანგეთი - 120% (55908)
• ისრაელი - 72% (131184)
• ლიეტუვა - 68% (315306)
• მონღოლეთი - 68% (146892) 
• ბელარუსი - 32% (889002)
• ისრაელი - 20% (131184) 
• კანადა - 12% (83220)
• გერმანია - 11% (317771)
• ესტონეთი - 11% (326966)
• რუსეთი - 6%, (25582447)

► მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 12,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 50%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 27,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 62%).

► მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 238 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 34% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 633,2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 20%).

► 6 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 229-მა კომპანიამ განახორციელა.

 

ფოტო: სოციალური ქსელი 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში