ბათუმი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად დასახელდა

03 ივლისი 2019, 10:49 2070 ნახვა

ბათუმი 64 მუნიციპალიტეტს შორის პირველ ადგილზე გავიდა. საერთაშორისო გამჭვირვალობის რეიტინგის ხუთეულში შემავალი თვითმმართველობები  დააჯილდოვეს. ხუთეულში არიან რუსთავი, ლაგოდეხი, ზუგდიდი და თეთრიწყარო. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას აფასებს.

ცნობისთვის, 2017 წელს ამავე ინდექსის მიხედვით ბათუმი მე-15 ადგილზე იყო, შესაბამისად წლევანდელი შედეგი წარმატებულია. პროექტი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ, „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერაა დაფინანსებული.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი