„ნაციონალური მოძრაობა“ სამპუნქტიანი რეზოლუციის მიღებას სთავაზობს უმაღლეს საბჭოს. დოკუმენტზე მსჯელობისთვის რომ მმართველი გუნდი მზად იყო, ამაზე საბჭოს თავმჯდომარემ თანხმობა ბოლო სხდომაზეც განაცხადა - უკვე გაირკვა რომ სავარაუდოდ მხარეები ერთ-ერთ პუნქტზე ვერ შეთანხმებიან - ეს 20 ივნისის ღამეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილია. სავარაუდოდ დოკუმენტს საერთოდ არ ექნება „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერა.