საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით, 11 100 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. ფინანსურმა პოლიციამ საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის რვა ფაქტი გამოავლინა და ექვსი პირი დააკავა.
ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 41 000 ლარს აღემატება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.