საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქაბულში მომხდარი აფეთქების დროს საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. უწყების ცნობით, ქართული დანაყოფები ბაზებზე რჩებიან და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
დღეს დილით, ავღანეთის დედაქალაქში დიპლომატიურ კვარტალში, თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა - არიან დაღუპულები.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.