ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა, 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მინსკი 2019-ის ვერცხლის მედლებს მოკრივე სახილ ალახვერდოვი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია დაეუფლნენ. იაკობ ქაჯაია გადამწყვეტ შეხვედრაში ბელარუსელ კირილ ჰრიშანკას შეხვდა. ფინალური ორთაბრძოლა ბელარუსელი მოჭიდავის გამარჯვებით 5:1 დასრულდა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ნადარეიშვილი კი ავსტრიელი სპორტსმენის დამარცხების შემდეგ რუს ალეკსანდრ გოლოვინთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.ევროპულ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის განცხადებით, წინა ევროპულ თამაშებთან შედარებით, იმ სახეობების რაოდენობა, რომლებშიც მედალი მოვიპოვეთ, გაზრდილია.