‘’პროპორციული არჩევნები 2020 ‘’ - ცვლილებების პრეზენტაცია 1 ივლისს იგეგმება

30 ივნისი 2019, 12:33 1129 ნახვა

პროპორციულ   საარჩევნო სისტემაზე  გადასვლა  აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, მაგრამ არა ნულოვანი  ბარიერით. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მმართველი გუნდი მზადაა დისკუსია გამართოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან- აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

ცნობილი გახდა, რომ,,ქართული ოცნება- საარჩევნო ცვლილებების პრეზენტაციას 1-ელ ივლისს გამართავს. საკონსტიტუციო ცვლილებების  სახალხო განხილვები დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება, სექტემბრიდან კი ცვლილებების პროექტზე  უკვე  საკომიტეტო და სასესიო   ფორმატში იმსჯელებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში