„გახარია წადი“, „რუსეთი ოკუპანტია“ - დემონსტრანტებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე „თავისუფლების მარში“ ამ შეძახილებით მოაწყვეს. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, დაიწყო.
მომიტინგეები რამდენიმე ლოკაციაზე შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ.აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.აქციაზე 25-მეტრიანი ბანერი გაშალეს წარწერით - გახარია წადი!