"ის, რომ მე გავხდი სისხლიანი ჯალათი, ჩემი პოლიტიკური ტვირთია და როგორმე ვატარებ” - ეს განცხადება გიორგი გახარიამ გუშინ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. შს მინისტრმა აღნიშნა, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე ყველაფერზე პასუხისმგებელი თავადაა, თუმცა თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.
ამბობს, რომ ის ამ თანამდებობაზე მანამდე იქნება, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება იმ ნაწილში, სადაც პოლიციელებს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. ამ გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს.