გუშინდელ კენჭისყრაზე, ნიკა მელიას დაკავებაზე პროკურატურისთვის თანხმობა „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატს არ მიუცია. ასეთი სულ 4 დეპუტატია: რომან კაკულია, ალექსანდრე ერქვანია, ბიძინა გეგიძე და მარიამ ჯაში. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლებაში მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.