ხულოში საკრებულოს სხდომაზე მერიის სხვადასხვა სამსახურის საშტატო ნუსხაში შეტანილი ცვლილებები დაამტკიცეს. უწყებას 4 ახალი თანამშრომელი ჰყავს. ისინი კონკურსის წესით შეარჩიეს. დღესვე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმაზეც. სხდომას არ ესწრებოდნენ ენმ-ს წარმომადგენლები.