ტალინი-ბათუმი - პირველი ჩარტერული რეისი დღეს შესრულდა 

27 ივნისი 2019, 10:39 4740 ნახვა

ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი დღეს, 27 ივნისს შესრულდა. ზღვისპირა ქალაქში 180 ტურისტი ჩამოფრინდა.

ჩარტერული რეისი ტალინიდან კვირაში ერთხელ შესრულდება. 

ესტონეთის დედაქალაქიდან ჩამოსულ პირველ მგზავრებს, ბათუმის აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ. ტურისტებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს და ფოლკლორული წარმოდგენა ნახეს. 

ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თქმით, ესტონეთი აჭარისთვის ახალი ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება ბოლო წლებია ხორციელდება.

აჭარაში ესტონელი მოგზაურების რაოდენობა მზარდია, 5 თვის მონაცემებით 59%-იან მატებაა ფიქსირდება.

ტალინის გარდა ჩარტერული ფრენები წელს ვილნიუსიდანაც შესრულდება. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი