დილის ცხრა საათიდან პარლამენტში არაერთ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. კომიტეტების შემდეგ ხმაური იყო ბიუროს სხდომაზეც. რუსულ სცენარს უწოდებს ნიკა მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას თავისი თანაგუნდელები.
მათი განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დაჭერით ივანიშვილი პუტინის დაკვეთას შეასრულებს. ისინი მოუწოდებენ მმართველ ძალას არ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება. მმართველი გუნდის წევრებისთვის კი პროკურატურის არგუმენტები საკმარისია.