მასწავლებელთა გადამზადების ერთწლიან პროგრამაზე მსურველთა რეგისტრაცია უკვე დასრულდა. აჭარის რესურს ცენტრებს 150-მდე აპლიკანტმა მიმართა. სწავლების უფლება საქართველოში 10-ზე მეტმა უნივერსიტეტმა მოიპოვა, მათ შორის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია. რა პროგრამით გადამზადდებიან პედაგოგობის მსურველები და დასაქმების რა შანსები აქვთ მათ? პროექტის პრეზენტაცია დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა გამართა.