არაკორექტული იყო, როდესაც ვსაუბრობდი სულ რაღაც 14 დაშავებულ ადამიანზე - ირაკლი სესიაშვილი ბოდიშს იხდის

25 ივნისი 2019, 17:10 1956 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა პლენარულ სხდომაზე დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. 

დილით, პლენარულ სხდომაზე სეისიაშვილმა თქვა, რომ 20 ივნისს, ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში. ამიტომ, დამატებითი ძალის გამოყენების აუცილებლობა დადგა.

მოგვიანებით პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ საუბრობდა ძალადობის ესკალაციის დაწყების პირველ-ორ საათზე.

„ვისაუბრე, რომ დაშავდა 100 პოლიციელი, ასევე – 14 სამოქალაქო პირი. ზოგიერთმა სააგენტომ, სამწუხაროდ, გაავრცელა ინფორმაცია და არ მიუთითა, რომ ამ შემთხვევაში პირველ ორ საათზე ვსაუბრობდი. თუმცა  უნდა ითქვას, რომ ჩემი მხრიდან არაკორექტულად იქნა ნათქვამი, როდესაც ვსაუბრობდი სულ რაღაც 14 ადამიანზე.  მინდა, ამის გამო საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. ჩემი სურვილი იყო ამ შემთხვევაში ხაზი გამესვა იმ გარემოებებისთვის, რომ პოლიცია პირველ ორ საათში შეკავებით ღონისძიებას ახორციელებდა. თითოეული ჩვენი თანამოქალაქის, პოლიციელის თუ სამოქალაქო პირის ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაოდენობას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არა აქვს“, – თქვა ირაკლი სესიაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი