დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტში დეპუტატებს მიმარტა და უთხრა, რომ არ შეიძლება გადაეფარო ხელისუფლებას, რომელმაც 7 ნოემრისა და 26 მაისის მსგავსი კადრები დადო. რახან ჩვენია ყველაფერი მოსულა? - თქვა ეკა ბესელიამ პლენრულ სხდომაზე.
მას საუბარი რამდენჯერმე შეაწყვეტინეს, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ ჩუგოშვილმა მას სამჯერ მისცა აზრის დასრულების საშუალება.
"მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებსაც ადამიანის უფლებები და სამართლიანობა იციან რა არის და მოგმართავთ თქვენ, ვისაც ნამუსი გაქვთ, ვისაც გიბრძოლიათ.
მართლა ვერ ხვდებით რა ხდება დღეს ქვეყანაში? ვერ ხვდებით, რომ იმ დეპუტატების წინაშე კი არ ხართ, ვინც ახლა დატოვა დარბაზი, არამედ ხართ ხალხის წინაშე პირისპირ? ამას ვერ ხვდებით ვინც აქ ზიხართ... ხელისუფლება აღმოჩნდა მოქალაქეების პირისპირ და არა ოპოზიციის, რომელთანაც ზომავთ ახლა ძალას. ცდილობთ გადაეფარეთ ხელისუფლებას? რას აკეთებთ, ისევ ძალადობრივი ხელისუფლება მოგყავთ ამ ქმედებით, არ გრცხვენიათ... ეს მედროვეები, რომ გიზით ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი, არ გრცხვენიათ? სად იყავით იმ ღამეს, როცა დასდევნენ აქციის მონაწილეებს . იმათ გადაფარებოდით, იმ ბავშვებს და გოგოებს და ბიჭებს, ვისაც თვალებს თხრიდნენ და სადარაბაზოებში დასდევდნენ" - განაცხადა ბესელიამ.
ბესელია ამბობს, რომ არ იცის ზუსტად ვინ გასცა ბრძანება, თუმც ხედავდა, რომ ქუჩაში ხალხს არბევდნენ. მისივე თქმით, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მინისტრმა.
"ის ადამიანები ვისაც ეს გაგივლიათ იმას ამართლებთ რაც ხდებოდა თბილისის ქუჩებში? ეს მიგაჩნიათ რომ ნორმალურია და ამაზე არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მინისტრმა?"-განაცხადა სხდომათა დარბაზში ეკა ბესელიამ.