მერიის ყოფილი თანამშრომელი დაჭრეს, დაკავებულია ორი პირი   

24 ივნისი 2019, 19:40 8084 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით მერიის ყოფილი თანამშრომელი, ალექსანდრე თევზაძე დაჭრილია. სავარაუდოდ, მას კონფლიქტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატთან და "ბათუმის დინამოს" პლაჟის  ფეხბურთის ხელმძღვანელთან კახა მიქელაძესთან მოუვიდა. 

ალექსანდრე თევზაძე ჭრილობა  იარაღით მიაყენეს.  შსს გვეუბნებიან, რომ ფაქტზე დააკავეს ორი პირი, რომლებსაც სამართალდამცველები 279 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით ედავებიან, რაც ჯგუფურად იარაღის გამოყენებით ხულიგნობას გულისხმობს.  

დაზარალებული ​ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებს. ადასტურებს, რომ მას ინციდენტი მოუვიდა, თუმცა კითხვაზე დაჭრა თუ არა ის კახა მიქელაძემ არ პასუხობს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  

ის, რომ ინციდენტი ფბ სტატუსიდან დაიწყო, ადასტურებს აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატიც. უფრო ვრცლად, რა გახდა გარჩევების მიზეზი და რას ამბობენ დეპუტატები, 9 საათზე "მთავარში" ნახეთ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი