"არ გამოვრიცხავ, რომ ტურისტული ემბარგოს გარდა დამატებითი საპასუხო ზომები მივიღოთ"-ფრანც კლინცევიჩი

24 ივნისი 2019, 11:23 1749 ნახვა

„არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ანტირუსული ისტერიის გაგრძელების შემთხვევაში, ტურისტული ემბარგოს გარდა, დამატებითი საპასუხო ზომები იყოს მიღებული“- ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, ფრანც კლინცევიჩი,  საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. კლინცევიჩმა პოსტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.  განცხადებაში საუბარია  საქართველოს კინოთეატრებში რუსულენოვანი და რუსულად თარგმნილი ფილმების შეჩერებაზეც.

კლინცევიჩი ამბობს, რომ  საქართველოს მცდელობა რუსი ტურისტები  დასავლეთიდან მიღებული ნაკადით ჩაანაცვლოს, კრახით დასრულდება, რადგან ეს ძლიერი ტურისტული ინფრასტრუქტურის მქონე  ქვეყნებმაც კი ვერ შეძლეს.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს  წევრის კომენტარი იხილეთ ვრცლად.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში