აქციაზე დაკავებულების ინტერესებს საია დაიცავს

23 ივნისი 2019, 20:25 1423 ნახვა

20 ივნისის აქციაზე დაკავებულთა ნაწილს უკვე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა და  აღნიშნული  გადაწყვეტილება  სააპელაციო წესით გასაჩივრდება.   305 დაკავებულიდან 60-ზე მეტის ინტერესებს  ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია’’ იცავს.  

საია-ს ხელმძღვანელის   განცხადებით, რამდენიმე დაკავებულის საქმის განხილვა გადაიდო და შესაბამისად ყველა პროცესი ჯერ არ გამართულა. სულხან სალაძე    დაკავებების შემდეგ პოლიციის მხრიდან  ძალის გადამეტებაზე  საუბრობს და  ჟურნალისტების საქმიანობაში  ხელშეშლის ფაქტებს სწავლობს. ის   ყველა იმ მედიის წარმომადგენელთან გასაუბრებას გეგმავს,  ვინც აქციის ღამეს დაშავდა, მათ შორის ჩვენი არხის  ჟურნალისტსა და ოპერატორთან.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი