ქობულეთში ოჯახური სასტუმროს 20-მდე მეპატრონე მოსალოდნელ ტურისტულ ემბარგოს აპროტესტებს და შექმნილ ვითარებაში ''ნაციონალურ მოძრაობას'' ადანაშაულებს.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ. ამბობენ, რომ ტურისტული სეზონისთვის ბევრი ჯავშანი გაუუქმდათ, ნაწილმა კი ვადაზე ადრე დატოვა სასტუმროები.