მაშინ როდესაც ქვეყანა დამდგარი შედეგად შეშფოთებულია, რუსეთი ბოდიშის მოხდას ითხოვს - ამასთან მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს ბოიკოტი გამოუცხადონ ქართულ კურორტებს. საქართველოში პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი კი სწორედ რუსეთის ინტერესს უკავშირებს იმას რაც გუშინ თბილისში მოხდა.
რუსეთი საქართველოში წლებია ატარებს რბილ და ხისტ ძალას. რბილი ძალის მახასიათებლები უკვე თვალშისაცემია - ეს არის კულტურა, სპორტი და რელიგია.
განსაკუთრებით თვალშისაცემია ვითარება რაც ტურისტულ ქალაქებში გვხვდება - მათ შორის სტალინის გამოსახულებიანი სუვენირების გაყიდვით, რუსულენოვანი მენიუებით კაფე-ბარებში და ტურისტების მისაზიდად რუსულ ენაზე ჩაწერილი სარეკლამო ხმოვანი რგოლებით. სად გადის ზღვარი ფინანსურ და ეროვნულ ინტერესებს შორის?