ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

21 ივნისი 2019, 21:05 1371 ნახვა

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დღეს კომენტარი აღარ გაუკეთებია, გუშინ კი გვარწმუნებდა რომ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი „ქართული ოცნების“ სტილი არ იყო - როგორც ჩანს მან დაზუსტებით არ იცოდა რაზე იყო წამსვლელი გიორგი გახარია. მისი განცხადებიდან რამდენიმე საათში რუსთაველზე სწორედ რეზინის ტყვიებსა და კვამლში გაეხვა აქცია.

როგორც ჩანს გუშინ პარტია არც პოლიტიკური პასუხისმგებლობას აპირებდა - დღეს კი განაცხადეს, რომ ირაკლი კობახიძის გადადგომით საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულება დაადასტურეს.
 

ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული პარლამენტი ახლა ახალი თავმჯდომარის  - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი ვადამდელი და თან ახლავე მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარების მოლოდინში არიან. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი