"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით პარლამენტს არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს

21 ივნისი 2019, 15:41 1308 ნახვა

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით პარლამენტს არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს - ამის შესახებს ჟურნალისტებს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა. 

"მე შემიძლია გაგიმხილოთ მეტი კანდიდატურა არ განიხილება და პარლამენტის უმრავლესობა მხარს დაუჭერს არჩილ თალაკვაძის თანამდებობას ამ თანამდებობაზე" - განაცხადა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძემ, პოლიტსაბჭოს შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. გუშინ ის აცხადებდა, რომ სერიოზულად არ განიხილავდა თანამდებობის დატოვების საკითხს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში