სამართლებრივ შეფასებას კი რუსთაველს გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნინო ლომჯარია მოგვიანებით გააკეთებს, მანამდე კი ომბუდსმენის აპარატმა განცხადება გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, ისინი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე აკვირდებოდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, აქტიურად სწავლობენ აქციის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ თითოეულ ინციდენტს. ასევე მუშაობენ სავარაუდოდ დაკავებულ და დაკარგულ პირთა ადგილსამყოფელის დასადგენად. ამასთან, დააკვირდებიან სასამართლო პროცესებს.