რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 69 ადამიანი დაშავდა.
პრემიერ მინისტრის მრჩეველის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სამედიცინო დახმარებისთვის კლინიკებს 30 დაზარალებულმა სამოქალაქო პირმა და 39 პოლიციელმა მიმართა.
''12 გადის ახლა სტაციონალური მკურნალობას. სხვა კლინიკებშიც იმყოფებიან და მათაც ვნახავთ. აქაური პაციენტების მდგომაროება მძიმე არ არის. ერთ-ერთი არის საყურადღებო, მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება'' - თქვა სერგეენკომ.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმმა, სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზი გაუშვა და რეზინის ტყვიები ისროლა.
სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებული მოქალაქეები კლინიკებში გადაიყვანეს.