აქციაზე სავარაუდოდ ცრემლსადენი აირი გაუშვეს, არიან დაშავებულები - პირდაპირი

21 ივნისი 2019, 02:44 1665 ნახვა

პარლამენტის შენობასთან სპეცრაზმმა, სავარაუდოდ, აქციის დაშლა დაიწყო. ადგილზე ცრემლსადენი აირი გაუშვეს. რუსთაველის გამზირი მოქალაქეთა ნაწილმა ტერიტორია დატოვა. 

გაზის კაფსულების გაშვება გრძელდება. გზის სავალი ნაწილი თითქმის თავისუფალია.

 ჟურნალისტები ამბობენ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან მძაფრი სუნია, სუნთქვა გართულდა.

პარლამენტის კიბეები დემონსტრანტებისგან თითქმის დაიცალა. 

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან. რამდენიმე მოქალაქე მედიკოსებმა ადგილიდან გაიყვანეს. 

ფოტო: IMEDINEWS.GE

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში