სერგეი გავრილოვი - ოკუპანტი ქვეყნის კომუნისტური პარტიის წევრი

20 ივნისი 2019, 21:06 2408 ნახვა

ვინ არის სერგეი გავრილოვი - იგი პირველად რუსეთის დუმაში 2007 წელს მოხვდა, დეპუტატია 2016 წლის მოწვევის პარლამენტშიც. გავრილოვი კომუნისტური პარტიის წევრია. რუსული მედია წერა, რომ იგი ხშირად ჩადის ცხელ წერტილებში, საომარი მოქმედებების დროს კი იმყოფებოდა აფხაზეთში.

ქართველი ოპოზიციონერები ამბობენ, რომ არათუ იმყოფებოდა, არამედ საბრძოლო მოქმედებებში თავად მონაწილეობდა. აღნიშნულს კომუნისტი დეპუტატი უარყოფს. ამ დეპუტატზე წერენ, რომ იგი მსოფლიოში ცნობილია, როგორც საეკლესიო საკითხებით მანიპულირების ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი - თავად კი ირწმუნება, რომ პრობლემური საკითხების მოგვარებაზე ზრუნავს.

ხაზგასასმელი საკითხია ის რომ გავრილოვს, ვებპორტალ Damoukidebloba.com-ის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში, ხმა აქვს მიცემული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში