უკვე რამდენიმე საათია პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაა. რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტმა უამრავი მოქალაქე შეკრიბა. საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქალაქში იმართება. მოქალაქეები კონკრეტული პირების თანამდებობიდან გადადგომას და ოკუპანტების საქართველოდან გაძევებას ითხოვენ.
მოქალაქეები ასევე ითხოვენ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.