მოქალაქეებმა რუსული დელეგაცია პარლამენტიდან ხმაურით გააცილეს - "რუსეთი ოკუპანტია" 

20 ივნისი 2019, 12:55 1042 ნახვა

პარლამენტში ანსამბლეის დელეგატი რუსი დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოდან ხმაურით გააცილეს. შენობის გარეთ საპროტესტო აქციის მონაწილეები მათ შეძახილებით დახვდნენ "რუსეთი ოკუპანტია". 

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მხრიდან პარლამენტის პირველი პირის, ირაკლი კობახიძის სავარძელის დაკავებას.

ასამბლეის მიმდინარეობას ხელი ოპოზიციური პარტიებიდან პარლამენტის წევრებმა შეუშალეს. ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დაიკავეს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი და განაცხადეს, რომ იქ რუს დეპუტატებს აღარ მიუშვებდნენ. 

ამის შემდეგ, მმართველი პარტიის დეპუტატებმა გააკეთეს განცხადებები და ტქვეს, რომ მათთვის მიუღებელია რუსი დეპუტატის თავნებობა.

ეს იყო შეუთანხმებელი, სხდომა პროტოკოლის მიხედვით ბერძენ კოლეგას უნდა წაეყვანა, რომელიც ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანია. 

"რატომ მოხდა ისე, რომ გავრილოვი აღმოჩნდა სხდომის წამყვანის პოზიციაზე, ამაში დეტალურად გავერკვევით და საკითხს მკაცრი რეაგირება მოჰყვება".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი