ლაწირაკო პროვოკატორო - ადა მარშანია ''ევროპული საქართველოს'' წევრებს

20 ივნისი 2019, 12:04 1782 ნახვა

'''ევროპული საქართველოს" წევრები, საქართველოს დროშით სხდომათა დარბაზში შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავეს, საიდანაც მანამდე რუსს დეპუტატს სხდომა მიჰყავდა. 

გიორგი კანდელაკი, ამ დრომდე სერგეი გავრილოვის ადგილას ზის.  ''პატრიოტთა ალიანსის'' წევრები კი ცდილობენ, ''ევროპული საქართველოს'' დეპუტატებს, რუსი კოლეგისთვის ადგილი დაათმობინონ. 

"ლაწირაკო შენ, პროვოკატორო" - ასე მიმართა ადა მარშანიამ გიორგი კანდელაკს.

''ევროპული საქართველოს'' დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ მაგიდაზე დატოვებული ფურცლებიც დახია. 

საკანონმდებლო ორგანოში სხდომა ამ დრომდე ვერ განახლდა. მთავარი ტრიბუნა კვალ ''ევროპული საქართველოს'' წევრებს აქვთ დაკავებული. 

​''ევროპული საქართველოს'' წევრებმა დღეს ბრიფინგიც გამართეს და თქვეს, რომ ''ქართულ ოცნებას'' საზოგადოების ეს შეურაცხყოფა, საქართველოს სუვერენიტეტის, სახელმწიფო ინსტიტუტების წაბილწვა, მათ შორის აფხაზეთის ომში დაღუპულთა  ხსოვნის შეურაცხყოფა ძალიან ძვირი დაუჯდება''. 

საქართველოს პარლამენტში  "მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა" მიმდინარეობს,

ასამბლეაში 25-მდე ქვეყნის 100-მდე დელეგატი მონაწილეობს. 

ასამბლეა გუშინ გაიხსნა. კონფერენციის გახსნამდე, ოპოზიციამ და მოქალაქეების ნაწილმა რუს დეპუტატს სირცხვილის კორიდორი მოუწვეს და შეძახილებით "რუსეთი ოკუპანტია"  შენობაშ შესვლის საშუალებას ავტომობილს არ აძლევდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში