"ევროპული საქართველოს" წევრები, პარლამენტში საქართველოს დროშით პარლამენტის შენობაში შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავეს, რომელიც მანამდე რუს დეპუტატს ეჭირა.
"ლაწირაკო შენ, პროვოკატორო" - ჩხუბით ცდილობს ადა მარშანია, რუსი დეპუტატისთვის ქართველი დეპუტატებისგან გაათავისუფლოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი.
დეპუტატები ამბობენ, რომ შესვენებაზე გასულ რუსს დეპუტატს შენობაში არ შეუშვებენ, მით უფრო ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების უფლებას ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს არ მისცემენ.