,,ეს იყო ანგარიში ანგარიშისთვის“-ასე აფასებს მთავრობის საქმიანობას ოპოზიცია. უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ რეგიონის ხელისუფლება რეალობას აცდენილია და იქმნება შთაბეჭდილება, ისინი აჭარაში არ ცხოვრობენ.
რაც შეეხება მმართველ გუნდს - აცხადებენ, რომ მთვარობის საქმიანობა ზუსტად პასუხობს არსებულ გამოწვევებს. მას შემდეგ რაც თორნიკე რიჟვაძემ დეპუტატებს ანგარიში ჩააბარა, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. აქტიურია ოპოზიცია, მმართველი გუნდიდან კი რომელიც უმაღლეს საბჭოში 14 დეპუტატითაა წარმოდგენილი, შეკითხვა მხოლოდ 5-მა მათგანმა დასვა.