საერთაშორისო ფესტივალი სახვით ხელოვნებაში

18 ივნისი 2019, 18:38 1455 ნახვა

,,წელიწადის ოთხი დრო-მეგობრობის პალიტრა’’- ბათუმში ნიკოლოზ კანდელაკის სამხატვრო სკოლაში სახვითი ხელოვნების საერთაშორისო  ფესტივალი გაიხსნა.  მიზანი საზოგადოებისთვის ქართველი და უცხოელი მხატვრების გაცნობა და ბათუმის პოპულარიზაციაა.

ფესტივალი ოთხ პლენერად გაიმართება. თითოეული პლენერის ხანგრძლივობა ათი დღეა და ყოველი პლენერის მეცხრე დღეს ფესტივალის ფარგლებში შესრულებულ ნამუშევრებს გამოფენენ ხელოვნების მუზეუმში.  ბოლო პლენერი კი 2019 წლის ბოლოს გაიმართება და  მთლიანად ფესტივალის სამ პლენერზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენას დაეთმობა.  ფესტივალში 4 უცხოელი და 6 ბათუმელი მხატვარი მონაწილეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი