ინფრასტრუქტურული პრობლემები ქედაში, რამდენიმე სოფლის ცენტრში არ არის წყალი, მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა, მოსაცდელები და სახალხო თავშეყრის ადგილები კი კეთილმოწყობას საჭიროებს.
მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას გასული წლის დეკემბრიდან ითხოვს, ქედის მერიაში აღნიშნავენ, რომ რამდენიმე ტენდერის დასრულების შემდეგ წყლით მომარაგების პრობლემა მოგვარდება, რაც შეეხება კეთილმოწყობით სამუშაოებს მათი განხორციელება მხოლოდ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით არის შესაძლებელი, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნა საერთო იქნება.