ეროვნულ ლიგაში მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს

17 ივნისი 2019, 16:52 3431 ნახვა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელი, ქუთაისი ,,ტორპედოს’’ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე გახდა. ზივზივაძემ  9 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. 

საუკეთესო მწვრთნელად კი თბილისის ,,ლოკომოტივის’’ დამრიგებელი ლევან კორღალიძე დასახელდა, რომლის გაწვრთნილმა გუნდმა, მეორე წრეში ყველაზე მეტი, 19 ქულა მოიპოვა.

მეორე წრის სიმბოლურ ნაკრებში ,,დინამო’’ ბათუმის ორი ფეხბურთელი - ვლადიმერ მამუჩაშვილი და ნიკოლოზ საბანაძე მოხვდნენ.

სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: მეკარე: დემეტრე ბულისკირია (ლოკომოტივი)

მცველები: ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), ალექსანდრე გურეშიძე (ლოკომოტივი ), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), დავით უბილავა (ლოკომოტივი)

ნახევარმცველები: ზაზა ციცქიშვილი (რუსთავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (''დინამო'' ბათუმი), ლაშა შინდაგორიძე ( საბურთალო)

თავდამსხმელები: ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო), ნიკოლოზ საბანაძე (''დინამო'' ბათუმი).

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი