2004 წელს გარდაცვლილი გიორგი ბოლქვაძის საქმეზე შეტანილი სარჩელი ოჯახმა სტრასბურგის სასამართლოში მოიგო. 15 წლის წინ გარდაცვლილი ბიჭის დედის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დედისა და გარდაცვლილი შვილის მიმართ უფლებების დარღვევა დაადგინა.
გულნარა სარიშვილი საქმის ხელახლა გამოძიებას და ექიმების დასჯას, ასევე სახელმწიფოს დაკისრებულ მორალური ზიანის ანაზღაურებს სთხოვს.