ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე კვირის ბოლომდე არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი. მაღალი ტემპერატურის ფონზე, დღის მეორე ნახევრიდან წვიმა და ელჭექიც იქნება.
დასავლეთის დაბლობსა და აღმოსავლეთის ბარში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +29, +31 გრადუსს მიაღწევს.
რაც შეეხება სანაპირო კურორტებს, კვირის განმავლობაში შუადღის საათებში უმეტესად მოიღრუბლება და დღის ბოლოს იწვიმებს. ტემპერატურა კი +26, +28 გრადუსი იქნება.
ამ დროისთვის ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია, რაც საბანაოდ კომფორტულია.