სოციალური პარტნიორობის კომისიის გასვლითი სხდომა ხულოში

15 ივნისი 2019, 21:18 1509 ნახვა

კურორტ გოდერძზე, აჭარის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ორი დღის განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანალოგიური კომისიის გამოცდილებას გაეცნენ და სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენი ინიციატივები განიხილეს.

აჭარაში მოქმედი სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია აჭარის მთავრობის, დამსაქმებელთა ასოციაციის და პროფკავშირების წარმომადგენელთა შემადგენლობით მუშაობს  . კომისიის მიზანია განავითაროს სოციალური დიალოგის კულტურა და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ნებისმიერი სადავო საკითხის მოგვარებას, დაარეგულიროს ურთიერთობა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, დაიცვას დასაქმებულთა უფლებები, უსაფრთხოება და განიხილოს შრომითი დავები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში