გრიგორი კარასინი, აშშ სახელმწიფო მდივნის ბოლო განცხადებების გამო შეშფოთებას ვერ მალავს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გაღიზიანება, მაიკ პომპეოს მიერ ანაკლიის პორტის შესახებ განცხადებებმა გამოიწვია, სადაც აღინიშნა, რომ პორტის მშენებლობა, საქართველოს ჩინეთისა და რუსეთის გავლენისგან დაიცავს.
რუსეთს საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანება აშინებს. ოპოზიცია და ექსპერტები პორტის მშენებლობის ირგვლივ საქართველოს ხელისუფლების პასიურ პოზიციაზე საუბრობენ და ამაში საფრთხეს ხედავენ.
მმართველი გუნდში კი აცხადებენ,რომ კარასინის პოზიცია მათთვის საგანგაშო არ არის და საქართველო გააგრძელებს ნატოში გაწევრიანების გზას.