საარჩევნო ადმინისტრაციისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ქცევის კოდექსს. დოკუმენტის მიზანია არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობას, კანონის უზენაესობის პატივისცემა და ძირითადი საარჩევნო პრინციპების განხორციელება. კოდექსზე ხელმომწერი მხარეები შეთანხმდნენ, რომ 8 ოქტომბერს არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ. სურვილის შემთხვევაში 2016 წლის არჩევნების დამკვირვებელ ორგანიზაციებს, შესაძლებლობა აქვსთ დოკუმენტს ხელი მოაწერონ.