კაპრალი გარდაიცვალა

13 ივნისი 2019, 12:11 2121 ნახვა

კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა - ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  უწყების ინფორმაციით, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის  44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა. კაპრალი  ხარაზიშვილი  გამთენიისას შეუძლოდ გახდა. ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს, სადაც მას გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლის პირველი  ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი