აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა

12 ივნისი 2019, 16:34 1671 ნახვა

აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა. საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და თანამშრომლობის განვითარების გეგმები სამმხრივ ფორმატში განიხილეს.

ჰეიდარ ალიევის კონგრესის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამმხრივი დიალოგის მექანიზმი ხელს უწყობს რეგიონში სტაბილურობის ზრდასა და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას.

ლევან იზორიამ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2019 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. სამმხრივი ფორმატში თავდაცვის მინისტერიალი მეშვიდედ იმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში