შსს: დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი

12 ივნისი 2019, 12:58 1319 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი.  დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოტყუებით ქონებრივი დაზიანება, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა,  ერთ-ერთი კომპანია 136 ათასი ლარით დააზარალა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით „მეტრომანის“ ბარათები, რომლებზეც უკანონოდ იყო ასახული თანხა.

ასევე, ამოღებულია კომპიუტერული მოწყობილობა, რითაც ბარათებზე თანხის ასახვა ვირტუალურად ხდებოდა.  დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში