საქართველოს პრემიერ-მინისტრის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა

12 ივნისი 2019, 11:29 1419 ნახვა

საქართველოს არ მოაკლდება აშშ-ს მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების გზაზე განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.  

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საიუბილეო დეკლარაციაში, რომელიც უნდა გამოიცეს,  განსაზღვრულია ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო მიმართულებები.


აშშ სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე, მაიკ პომპეოს თქმით, პორტის პროექტი გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში